logo
ENG



რიში და შაჰინი: პოლიტიკური ნიშნით დაკავებულთა გათავისუფლება დაძაბულობას შეამცირებდა

30 მარ 202110:42
3 წუთის საკითხავი
 

ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ამერიკელი სენატორები, ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი ამბობენ, რომ პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების გათავისუფლება საქართველოში დაძაბულობას შეამცირებდა. 

ჟურნალისტმა მათ კითხა:

როცა ოპოზიციური პარტიის ლიდერი, [ნიკა მელია] დააკავეს, თქვენ საქართველოს მთავრობას ამ ნაბიჯის წინააღმდეგ მოუწოდებდით. რამდენად ფიქრობთ, რომ დაკავებულების გათავისუფლება იქნება ნაბიჯი, რომელიც მოლაპარაკებებს პროდუქტიულს გახდიდა და მისთვის სივრცეს შექმნიდა?

სენატორი შაჰინი:

 - ეს ნამდვილად შეამცირებდა დაძაბულობას.

სენატორი რიში:

 - ვეთანხმები ამას, ეს ამ პოლიტიკური დაკავებების შემთხვევაში იქნებოდა სასარგებლო ნაბიჯი. დემოკრატიაში ასე არ ხდება. თავისუფალი ხალხი, ან დემოკრატიაში მცხოვრები ხალხი, მთავრობისგან ამას არ მოელის. მე არ დავიწყებ იმის ქადაგებას, როგორ უნდა მოხდეს ეს. თუმცა, ვფიქრობ გათავისუფლება კარგი იქნებოდა და პრობლემის წყაროთა ნაწილს განმუხტავდა.


close დახურვა