logo
ENG



რკინიგზის სადგურის მიმართულებით რუსების გასროლილი რაკეტა უკრაინელებმა ჩამოაგდეს

03 მარ 202200:56
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/03/lh5cl6l0pdnia91.jpg
Gleb Garanich / Reuters

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი ანტონ გერაშენკო აცხადებს, რომ რკინიგზის სადგურის მიმართულებით რუსების გასროლილი რაკეტა უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო. რაკეტის ნამსხვრევებმა მაგისტრალი დააზიანა.

გერაშენკოს ცნობით, ამ ტიპის რაკეტამ კიევის ცენტრზე თავდასხმის შემთხვევაში, შესაძლოა, დიდი ნგრევა და მსხვერპლი გამოიწვიოს.

„განმარტება სადგურზე მომხდარი აფეთქების შესახებ. ჩვენმა გმირულმა საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო რუსი ნაცისტების რაკეტა, რომელიც განკუთვნილი იყო ერთ-ერთი საკონტროლო ცენტრისთვის. ჩამოგდებული რაკეტის ნამსხვრევებმა მაგისტრალი დააზიანა, თუმცა ზარალი დილისთვის აღმოიფხვრება. თუ ეს რაკეტა სამიზნეს მოხვდება სადმე კიევის ცენტრში, მსხვერპლი და ნგრევა საშინელი იქნება. დიდება უკრაინის საჰაერო თავდაცვას!" - აცხადებს გერაშენკო.


close დახურვა