logo
ENG



რკინიგზის ტენდერში მონაწილე ერთადერთი პრეტენდენტი რუსულ კომპანიასთანაა დაკავშირებული

05 დეკ 202315:30
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს რკინიგზამ 10 ელმავლის შესყიდვისთვის 184 მილიონი ლარის ოდენობის ტენდერი გამოაცხადა, რომლის ერთადერთი პრეტენდენტი ქართული შუამავალი კომპანიაა, რომელიც თავის მხრივ რუსულ კომპანიასთან არის დაკავშირებული.

183 849 690 ლარის ღირებულების ტენდერზე წინადადებების მიღება 5 დეკემბერს დასრულდა, გამარჯვებული ჯერჯერობით გამოვლენილი არაა. ერთადერთი კომპანია, რომელმაც დოკუმენტაცია წარადგინა შპს გეორგიაა. მას მითითებული აქვს, რომ გამარჯვების შემთხვევაში ელმავლებს რუსული კომპანია ურალსკი ლოკომოტივისგან შეიძენს. ურალსკი ლოკომოტივის თანადამფუძნებელი არის SinaraPro, რომელიც რუს ოლიგარქ დმიტრი პუმპიანსკის უკავშირდება. უკრაინაში რუსეთის შეჭრის მხარდაჭერის გამო საერთაშორისო სანქციები დაადეს.

"მაღალი ალბათობაა თავად კომპანიის სანქცირებისაც. ასეთი შემთხვევა საქართველოს რკინიგზასთან მიმართებით ჩვენ უკვე გვაქვს, როდესაც რკინიგზას აღმოაჩნდა კონტრაქტი ამერიკის მიერ სანქცირებულ კომპანიასთან. ასეთ შემთხვევაშიც, თუკი მოხდება ამ კომპანიის სანქცირება აღმოჩნდება, რომ უკვე ძალიან მსხვილი შესყიდვა უნდა წავიდეს სანქცირებულ რუსულ კომპანიაში", - ამბობს სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის დამფუძნებელი, ირაკლი აბესაძე.


close დახურვა