„მე მას ღორსაც არ ვუწოდებდი, რადგან ღორს უფრო მეტი ღირსება აქვს, ვიდრე აშშ-ის პრეზიდენტს“, - ასე აფასებს მსახიობი რობერტ დე ნირო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ტონალდ ტრამპს.
ეს განცხადება მსახიობმა რეჟისორ მაიკლ მურთან გადაცემაში გააკეთა. ამ ფორმით დე ნირო ტრამპის იმპიჩმენტის თემას გამოეხმაურა.
“მინდა მის სახეზე დიდი ფუნა ვიხილო, გავარტყა მარჯვენა და ეს მთელ მსოფლიოს ვაჩვენო. ეს იქნება ყველაზე დამამცირებელი საქციელი მისთვის”, - განაცხადა დე ნირომ.
აშშ-ში ტრამპის იმპიჩმენტის საკითხი განიხილება, ამის განხილვის მიზეზი პრესაში გაჟონილი ინფორმაცია გახდა, რმოლის მიხედვით, ტრამპი უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის ფინანსური დახმარების შეწყვეტით ემუქრებოდა.