logo
ENG



როგორ აღმოჩნდა უნიკალური ექსპონატი მეცნიერის სახლში

22 სექ 202220:19
3 წუთის საკითხავი
 

როგორ აღმოჩნდა კბილი - უნიკალური ექსპონატი მეცნიერის სახლში. თეა წულუკიანმა დმანისთან ახლოს სენსაციური აღმოჩენა მხოლოდ მას შემდეგ შეიმჩნია, როცა სამინისტროს გენინსპექციის ჩარევა დასჭირდა, ბინიდან მილიონ რვაასი ათასი წლის კბილი მუზეუმში გადაიტანეს. ექსპედიციის მიმართ კულტურის მინისტრი თავიდანვე გულგრილი იყო, აღმოჩენას ამ დრომდე არ გამოხმაურებია, სავარაუდოდ იმიტომ, რომ მასში ჩართული მეცნიერები კულტურის მინისტრს მუზეუმიდან განდევნილი ჰყავდა. მომხდარს თავად არქეოლოგი გაუგებრობას უწოდებს და ამბობს, რომ შენობა ექსპონატისთვის დაუცველი იყო და მხოლოდ ერთი ღამით კბილის სახლში წაღება გადაწყვიტა. 


close დახურვა