logo
ENG



როგორ გამოიყურება უკრაინის გამარჯვება ზელენსკისთვის - ინტერვიუ 60 Minutes-თან

11 აპრ 202216:01
3 წუთის საკითხავი
 
როგორ გამოიყურება უკრაინის გამარჯვება ზელენსკისთვის - ინტერვიუ 60 Minutes-თან

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საუბრობს, როგორ ხერდავს ის უკრაინის გამარჯვებას და ამის პირველ ნიშნად მოსახლეობის ქვეყანაში დაბრუნებას ასახელებს. სკოტ პელისთან ინტერვიუსას გადაცემაში "60 Minutes" ზელენსკი ამბობს, რომ იცის, რა მოხდება გამარჯვების შემდეგ, თუმცა ამაზე "ჯერ ვერ ისაუბრებს".

წამყვანმა სკოტ პელიმ მას ჰკითხა: "ბატონო პრეზიდენტო, თქვენს თითქმის ყველა გამოსვლაში ამბობთ, რომ უკრაინა გაიმარჯვებს. როგორ გამოიყურება მოგება თქვენთვის?" - რაზეც ზელენსკიმ ასე უპასუხა:

"როგორც გამარჯვება. პირველ რიგში, ჩვენი ხალხი აუცილებლად იგრძნობს გამარჯვებას. ისინი დაბრუნდებიან. [ლტოლვილების] დაბრუნება უკრაინის სხეულისთვის სისხლის დაბრუნების მსგავსი იქნება. ისინი ყველაზე მნიშვნელოვანი არიან. დაბომბვები დასრულდება. ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენს ტერიტორიებს. ქვეყანაში რუსი ჯარისკაცები აღარ იქნებიან.

დიახ, მე მესმის, რომ ისინი არ დატოვებენ ყირიმს და ჩვენ ვიდავებთ და მოვილაპარაკებთ ჩვენი ქვეყნის სამხრეთით, დონბასში ამა თუ იმ ტერიტორიის გამო.

მე ზუსტად ვიცი, რა მოხდება, მას შემდეგ, რაც შეგვეძლება ვთქვათ "ეს გამარჯვებაა", მაგრამ ჯერ ამაზე არ ვილაპარაკებ".


close დახურვა