logo
ENG



როგორ დახვდება ქვეყანა უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს

23 მარ 202220:10
3 წუთის საკითხავი
 

"ქედს ვიხრით ქართველი გმირების წინაშე – უკრაინას ყველაზე ძვირფასი, სიცოცხლე შესწირეს", - ასე უსამძიმრებს ომში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს უკრაინის საელჩო. გამთენიისას დილის ექვსის ნახევარზე კი მოქალაქეები აეროპორტის ტრასაზე შეიკრიბებიან, სანთლებით დროშებით, - სწორედ ამ ფორმით დახვდება ქვეყანა უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს - გია ბერიაშვილსა და დავით რატიანს, ვარშავადან გადმოასვენებენ.

მესამე ქართველი მებრძოლის, მარიუპოლში მოკლული ბახვა ჩიქობავას გადმოსვენების საკითხი ამ დრომდე გაურკვეველია, მარიუპოლის ბლოკადის გამო. ოჯახებს სამხედრო წესით დაკრძალვა შესთავაზა თავდაცვის სამინისტრომ, მაგრამ დეტალები უცნობია.


close დახურვა