logo
ENG



როგორ ებრძვის პანდემიას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი ქვეყანა - შვედეთის გამოცდილება

03 მაი 202020:38
3 წუთის საკითხავი
 

შვედების ექსპერიმენტს მსოფლიო ყურადღებით აკვირდება - ზოგი იწონებს, ზოგიც - პირიქით. 

შვედეთის მიერ არჩეულ გზას ქვეყნის შიგნით მოწინააღმდეგეებიც ჰყავს. მაგალითად, 2 000 შვედი მკვლევარი, მათ შორის ნობელის ფონდის ხელმძღვანელი მეცნიერები მთავრობას მოუწოდებენ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები შეასრულოს. მათ აშფოთებთ ერთ-ერთი კვლევის შედეგი, რომლის თანახმადაც მაისის დასაწყისში მოსახლეობის ერთ მესამედს შეყრილი უნდა ჰქონოდა კორონავირუსი.

​ზედმეტი რისკი თუ ჯანსაღი დამოკიდებულება რისკის წინააღმდეგ? - ამაზე პასუხი მაშინ გვეცოდინება, როდესაც მეცნიერები ახალ კორონავირუსთან ბრძოლის ყველაზე ოპტიმალურ გზას გამონახავენ. მანამდე კი ვნახოთ, როგორ ცხოვრობს პანდემიის პირობებში შვედეთის დედაქალაქი - „დროების“  სპეციალური რეპორტაჟი სტოკჰოლმიდან. 


close დახურვა