logo
ENG



როგორ ვითარდებოდა უკრაინაში მოვლენები — ომის მძიმე ქრონოლოგია

26 თებ 202221:56
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინაში რუსეთის თავდასხმიდან მესამე დღეს, ღამის 2 საათზე,  პრეზიდენტმა - ვოლოდიმირ ზელინსკიმ საზოგადოებას მიმართა და ბუნკერებში გადასვლისკენ მოუწოდა. ,,ინფორმაციას ვფლობ, რომ რუსები კიევში შემოსვლისთვის ძალებს ამზადეენ  და უფრო მძიმე ღამე გველის, ვიდრე დღე იყო. გთხოვთ ბუნკერიდან გამოსვლისგან თავი შეიკავეთ" - ნათქვამი იყო პრეზიდენტის განცხადებაში. კიევსა და მის გარეუბნებში აფეთქების ხმა ღამის სამი საათიდან დაიწყო. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით ყველაზე სასტიკი ბრძოლები გამარჯვების გამზირზე მიმდინარეობდა. სროლები იყო  კიევის ცენტში, ვოლოდიმირ ზელინსკის ოფისიდან 4 კილომეტრში. როგორც ჩანს, წაგებული პოზიციების პარალელურად, რუსეთი ძალისხმევას არ იშურებს და ე.წ. ფეიკ ნიუსების პროპაგანდას აძლიერებს. გვიან ღამით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ქალაქი დატოვა უკრაინის პრეზიდენტმა, თუმცა დილით ზელენსკიმ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ამბობს: ,,მე აქ ვარ, არსად არ მივდივარ და არც არსად წასვლას არ ვაპირებ, ვიბრძი ჩემი ქვეყნისთვის". 


close დახურვა