logo
ENG



როგორ მივიდეთ არჩევნებამდე — რატი მუჯირის სიუჟეტი

02 ივნ 202420:15
3 წუთის საკითხავი
 

ივანიშვილის სტრატეგია ცხადია - 29 აპრილის რუსული მანიფესტით ღიად და საჯაროდ განაცხადა, რომ მან 26 ოქტომბრის არჩევნები გადმოიტანა და ზაფხულში უნდა რომ დაასრულოს და როგორც ტერორისტულ რუსეთში არის ყველა არჩევნები ფორმალობა, განსაკუთრებით კი ბოლო საპრეზიდენტო, ასეთივე ფორმალობა იყოს არჩევნები 2024.

მან თქვა და ხალხმა იცის - ან ოლიგარქის სტრატეგია გაიმარჯვებს, ან ხალხის. საზოგადოების მხარეს სიმართლე და მომავალია, ბიძინას მხარეს დიდი რუსული ტყუილი და რუსული ჭაობი. მას ჰგონია, რომ რუსული კანონის გათრევით ხალხი დაამარცხა, ხალხი კი ფიქრობს მიტაცებული სახელმწიფო ისე დაიბრუნოს, რომ თავად ქვეყანა არ დაზიანდეს. ბრძოლა გრძელდება. 147 დღე ქართული სახელმწიფოს გადარჩენის რეფერენდუმად ქცეულ 26 ოქტომბრის არჩევნებამდე და სტრატეგია - როგორ მივიდეთ ამ დღემდე.

 

close დახურვა