logo
ENG



როგორ უნდა მოიქცე, თუ ინფიცირებულის კონტაქტი ხარ - NCDC-ის ინსტრუქცია

24 იან 202217:54
3 წუთის საკითხავი
 
როგორ უნდა მოიქცე, თუ ინფიცირებულის კონტაქტი ხარ - NCDC-ის ინსტრუქცია

დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (NCDC) ინფიცირებულის კონტაქტებისთვის კარანტინის წესებსა და სამოქმედო ინსტრუქციას აქვეყნებს: 

  • "შეწყვიტეთ დაუცველი კონტაქტი დაავადებულთან;
  • დაუყოვნებლივ გადადით თვითიზოლაციაში/კარანტიში 8 დღით და აუცილებლად გამოიყენეთ ნიღაბი მომდევნო 9-12 კალენდარული დღის განმავლობაში თუ: არ ხართ ან არასრულად ხართ აცრილი; მე-2 დოზის მიღებიდან არ არის გასული 14 დღე; მე-2 დოზის მიღებიდან გასულია 90 დღე; კოვიდის გადატანიდან გასულია 60 დღეზე მეტი;
  • თვითიზოლაცია/კარანტინი არ გესაჭიროებათ თუ: გაკეთებული გაქვთ ბუსტერი; ვაქცინის მე-2 დოზის მიღებიდან გასულია 14-90 დღე; კოვიდის გადატანიდან არ არის გასული 60 დღე;
  • აუცილებლად გამოიყენეთ ნიღაბი კონტაქტის შეწყვეტიდან მომდევნო 10 კალენდარული დღის განმავლობაში".

24 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 7 947 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 31 ადამიანი გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათში 35 082 ტესტი ჩატარდა; დღიურად 1 550 ადამიანი აიცრა.


close დახურვა