logo
ENG



როგორი ამინდი იქნება საქართველოსი 1-ელ აგვისტომდე - პროგნოზი

29 ივლ 202311:21
3 წუთის საკითხავი
 
როგორი ამინდი იქნება საქართველოსი 1-ელ აგვისტომდე - პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29 ივლისს, დილიდან გამოიდარებს და 1 აგვისტომდე დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +26, +31 გრადუსამდე დაიკლებს.

მათივე ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოში მხოლოდ ცალკეულ რაიონში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა +32, +37 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლო 29-31 ივლისს 3-4 გრადუსით დაიკლებს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 1 აგვისტომდე შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება. 29 ივლისს იქროლებს ძლიერი ქარი.


close დახურვა