![2021/04/17/ecm7o9425t87mkt.jpg](/uploads_script3/articles/2021/04/17/ecm7o9425t87mkt.jpg)
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18-19 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი.
მათივე ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვაც. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +20, +25 გრადუსი იქნება.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა და ელჭექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +22, +24 გრადუსი სითბო დაფიქსირდება.