logo
ENG



როგორი ამინდი იქნება საქართველოში - სინოპტიკოსების პროგნოზი

30 აპრ 202116:26
3 წუთის საკითხავი
 
2021/04/30/l1vxam6cxghnm5k.jpg

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 მაისს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა +18, +23 გრადუსი იქნება.

მათივე ცნობით, 2-3 მაისს დასავლეთ საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა + 25, + 30 გრადუსამდე მოიმატებს. ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში კი ცალკეულ რაიონში იწვიმებს და +22, +27 გრადუსამდე დათბება.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 1 მაისს წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ხოლო 2-3 მაისს დღის საათებში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +24, +26 გრადუსამდე მოიმატებს.


close დახურვა