logo
ENG



როგორი ამინდი იქნება საქართველოში - სინოპტიკოსების პროგნოზი

21 მაი 202118:54
3 წუთის საკითხავი
 
2021/05/21/xa0sejte0scjaz8.jpg

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22 მაისს დღის მეორე ნახევრიდან 23 მაისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით

მათივე ცნობით, ამავე პერიოდში მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ქარი, შესაძლებელია სეტყვა და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა. დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად (10-15 გრადუსით) დაიკლებს.

"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს", - წერია ინფორმაციაში. 


close დახურვა