გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12-13 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, 14-15 ნოემბერს კი ზოგან იწვიმებს, ღამით მაღალმთაში მოთოვს.
მათივე ცნობით, ჰაერის ტემპერატურა 12-13 ნოემბერს დღისით დაბლობსა და ბარში +13, +18, ხოლო 14-15 ნოემბერს 11-16 გრადუსი იქნება.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.