logo
ENG



როგორი ამინდი იქნება საქართველოში დღეს და ხვალ

02 ნოე 202308:09
3 წუთის საკითხავი
 
როგორი ამინდი იქნება საქართველოში დღეს და ხვალ
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2-3 ნოემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან შესაძლებელია ელჭექი.
 
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 2 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება. 3 ნოემბერს კი დღის ბოლოს შესაძლებელია მცირე წვიმა, ჰაერის ტემპერატურა დღისით +22,+24 გრადუსი დაფიქსირდება.
 
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 2 ნოემბერს შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი, ხოლო 3 ნოემბერს მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 2 ნოემბერს +25+27 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 3 ნოემბერს დღისით +21+23 გრადუსი.
 
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 2 ნოემბერს შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი, ხოლო 3 ნოემბერს მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 2 ნოემბერს +26+28 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 3 ნოემბერს დღისით +21+23 გრადუსი.
 
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 2 ნოემბერს შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი, ხოლო 3 ნოემბერს მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 2 ნოემბერს +25+27 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 3 ნოემბერს დღისით +19+21 გრადუსი.
 
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 2 ნოემბერს შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი, ხოლო 3 ნოემბერს მოსალოდნელია წვიმა. ჰაერის ტემპერატურა 2-3 ნოემბერს დღისით +14+16 გრადუსი იქნება.
 
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 2 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება. 3 ნოემბერს დღის ბოლოს მოსალოდნელია მცირე წვიმა, ჰაერის ტემპერატურა დღისით +22+24 გრადუსი დაფიქსირდება.
 
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო,): 2 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება. 3 ნოემბერს დღის ბოლოს კი შესაძლებელია მცირე წვიმა, ჰაერის ტემპერატურა დღისით +22+24 გრადუსი დაფიქსირდება.
 
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 2 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება. 3 ნოემბერს დღის ბოლოს კი მოსალოდნელია მცირე წვიმა, ჰაერის ტემპერატურა დღისით +17+19 გრადუსი დაფიქსირდება.
 
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 2 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება. 3 ნოემბერს კი მოსალოდნელია მცირე წვიმა, ჰაერის ტემპერატურა დღისით გუდაურში და ომალოში +9 +11 , ხოლო წალკაში, ბაკურიანში და ახალქალაქში +14+16 გრადუსი დაფიქსირდება.

close დახურვა