Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ასე ნაწილდება ალოკაციით, შეწონვის მეთოდით:
- ქართული ოცნება - 36.2%
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა/სტრატეგია აღმაშენებელი - 15.9%
- ახალი - 12.7%
- ლელო - 6.9%
- საქართველოსთვის - 6.7%
- ლეიბორისტული პარტია - 5.5%
- გირჩი (იაგო ხვიჩია) - 3.3%
- ხალხისთვის - 3.3%
- გირჩი/დროა - 3.1%
- ხალხის ძალა - 2.3%
- ევროპული საქართველო - 1.3%
- მოქალაქეები - 1%
- პატრიოტთა ალიანსი - 0.9%
- სხვა - 0.9%
ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთითა და დაფინანსებით, ავტორიტეტულმა ამერიკულმა ორგანიზაციამ "ედისონ რისერჩმა" საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩაატარა 16.04.24-26.04.24 პერიოდში მთელი საქართველოს მასშტაბით ოკუპირებული ტერიტორიების გარდა.
პირისპირ კვლევის მეთოდით გამოიკითხა 1000 არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე. ცდომილების ზღვარია +/- 3%, 95% იანი სანდოობის ზღვრისთვის.