Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ასე ნაწილდება ალოკაციით, შეწონვის მეთოდით:
- ქართული ოცნება - დემოკრატიული მოძრაობა - 32,3%
- ერთიანობა: ენმ, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო - 20%
- კოალიცია ცვლილებებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა - 10,9%
- გახარია - საქართველოსთვის - 10,5%
- ძლიერი საქართველო: ლელო, ხალხისთვის, თავისუფლების მოედანი, მოქალაქეები - 9,3%
- გირჩი (იაგო ხვიჩია) - 6%
- ლეიბორისტული პარტია - 5,1%
- პატრიოტთა ალიანსი/ალტ ინფო - 3,6%
- ჩვენ - დავით ქაცარავა - 1,5%
- სხვა პარტიები - 0,8%
2024 წლის 13 სექტემბრის პარტიული რეიტინგები იხილეთ აქ.
რაც შეეხება პარტიების მიმართ ლოიალობას, 74% ამბობს, რომ თავის არჩევანში დარწმუნებულია, 26% კი ფიქრობს, რომ შეიძლება, მისი არჩევანი შეიცვალოს.
პარტიების მიხედვით ლოიალობის პროცენტული მაჩვენებელი ასე გადანაწილდა:
არჩევნებში მონაწილეობის მონაცემი, კვლევის მიხედვით, შემდეგია:
ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთითა და დაფინანსებით, ავტორიტეტულმა ამერიკულმა ორგანიზაციამ "ედისონ რისერჩმა" ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა. გამოკითხვა ჩატარდა 1.09-15.09 პერიოდში მთელი საქართველოს მასშტაბით ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. პირისპირ კვლევის მეთოდით გამოიკითხა 1200 არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე. ცდომილების ზღვარი +/- 2.8%, 95% იანი სანდოობის ზღვრისთვის.