logo
ENG



როგორც ჩანს, გადაწყვიტეს დესტრუქციული ქმედებებით შეიტანონ გაურკვევლობა ეკლესიაში-გახარია

01 ნოე 201913:46
3 წუთის საკითხავი
 
e7i9i5fg9luti89.jpg

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. პრემიერი აცხადებს, რომ ყველამ თავი უნდა შეიკავოს დესტრუქციული ქმედებებისგან, რათა ქვეყნის მომავალს პრობლემა არ შეექმნას. 

"დღეს გარკვეული ჯგუფები, რომლებსაც არ სურთ ქვეყნის წყნარი და მშვიდობიანი განვითარება, ცდილობენ სხვადასხვა სახის პროვოკაციებით ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეს. ასეთი მცდელობა რამდენიმე დღის წინ ვნახეთ, როდესაც რევოლუციურ სცენარს გვიგეგმავდნენ სახელმწიფოსა და მთავრობის მიმართ. დღეს როგორც ჩანს, გადაწყვიტეს დესტრუქციული ქმედებებით შეიტანონ გაურკვევლობა ეკლესიაში. ეს არის დაუშვებელი და ყველას კარგად გვესმის, რომ საქართველოს პატრიარქი არის ეკლესიის სიმბოლო, და სიმბოლო სახელმწიფოებრიობის. არავის არ მივცემთ იმის უფლებას, რომ  ვერც სახელმწიფოში და ვერც ეკლესიაში მსგავსი დესტრუქციული ქმედებებით რისკის ქვეშ არ დააყენოს ჩვენი შვილების და ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე,"-აცხადებს გახარია.

ცნობისთვის, დღეს გიორგი გახარია საპატრიარქოშიც იყო მისული, სადაც ის სავარაუდოდ პატრიარქს შეხვდა. პრემიერი საპატრიარქოში რამდენიმე წუთის გადმავლობაში იმყოფებოდა და ადგილი კომენტარის გარეშე დატოვა.

 

 

 


close დახურვა