logo
ENG



როგორც ჩანს წინასაარჩევნოდ მათ ცალკე სჭირდებათ კულტურის სამინისტრო - სერგო რატიანი

07 ნოე 201914:23
3 წუთის საკითხავი
 
d9vipq2b8la4vg0.png

ახლა უკვე ყოფილი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი აცხადებს, რომ მისი მინისტრობიდან წასვლა პირადი გადაწყვეტილება იყო. ბატიაშვილის თქმით, ის კვლავ გააგრძელებს განათლების სფეროში მოღვაწეობას, საერთაშორისო ორგანიაზაციებთან ერთად ასევე, არ გამორიცხავს სამინისტროში შესაძლო რეფორმებს. 

განათლების მინისტრის მიერ პოსტის დატოვების შემდეგ, საპარლამენტო ოპოზიციაში მოვლენების განვითარების შესაძლო ვერსიებზე საუბრობენ. რა ცვლილებები იგეგმება სამინისტროში - საპარლამენტო ოპოზიციაში ცვლილებებს ჯერ ვერ აკონკრეტებენ, თუმცა არ გამორიცხავენ სამინისტროს გაყოფას, რაც  მათი თქმით, დიდ შედეგს ვერ მოიტანს. მინისტრის შეცვლაზე კი ამბობენ, რომ კონკრეტულ პერსონებს მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ყველაფერს წყვეტს ივანიშვილი. 

"ძირითადად "ოცნების" მნიშვნელოვანი კომპონენტია ბიუროკრატიის ზრდა. "ოცნების" დიდი ნაწილი არ იყო კმაყოფილი, როცა შეერთდა ორი სამინისტრო, თუმცა  დიდად არ შეუმცირებიათ ამით ხარჯები. როგორც ჩანს წინასაარჩევნოდ მათ ცალკე სჭირდებათ კულტურის სამინისტრო, სადაც დახარჯავენ ფულს წინასაარჩევნოდ",- აცხადებს "ევროპული საქართველოს" წევრი სერგო რატიანი. 

 


close დახურვა