logo
ENG



როდიონოვმა გაზი რომ შეაგდო ქაშუეთში, ისე მოიწამლა ხალხი, როგორც რუსთაველზე - მელია

21 მარ 202023:35
3 წუთის საკითხავი
 
voq5m7eiufookfw.jpg

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, მთელმა საზოგადოებამ უნდა გამოიჩინოს სიფრთხილე, რათა ქვეყანაში ეპიდემიამ არ იფეთქოს.

მისი განმარტებით, ამ დატვირთვას საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს და არ შეიძლება ამის რელიგიური გრძნობებით და რწმენით გამართლება.

„1989 წელს, როდიონოვმა გაზი რომ შეაგდო ქაშუეთში, ისე მოიწამლა ხალხი, როგორც რუსთაველის გამზირზე. იტალიაში ჩვენზე ნაკლები მორწმუნეები არ ცხოვრობენ. იმედს ვიტოვებ, რომ ეს შეზღუდვები გამკაცრდება. ჩვენ რა, უნდა დავრწმუნდეთ და ნიშანი მოვუგოთ საპატრიარქოს, რომ ეკლესიის მრევლს შეეპარა ვირუსიო? 800 ადამიანია იტალიის მონაცემებით დღეს, გუშინ 700 გარდაიცვალა - რამდენი იქნებოდა აქედან მორწმუნე? 1921 წელს პატრიარქი გარდაგვეცვალა ქოლერით - ჩვენ ყველამ უნდა შევიტანოთ წვლილი სიტუაციის ნორმალიზებაში. ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ არ იფეთქოს ეპიდემიამ - აქამდე არ უნდა მივიდეთ, თორემ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს ამას", - განაცხადა ნიკა მელიამ გადაცემაში "გიორგი თარგამაძის ფორმულა".

 


close დახურვა