logo
ENG



როდის დასრულდება ომი უკრაინაში - 2 შესაძლო სცენარი ალექსეი არესტოვიჩის ხედვით

15 მარ 202217:47
3 წუთის საკითხავი
 
როდის დასრულდება ომი უკრაინაში - 2 შესაძლო სცენარი ალექსეი არესტოვიჩის ხედვით

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი ჟურნალისტ დიმიტრი გორდონთან უკრაინაში ომის დასრულების სავარაუდო დროს ასახელებს და განიხილავს 2 ვარიანტს, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები. 

არესტოვიჩის შეფასებით, პრობლემის გადაწყვეტის ერთი გზა მოლაპარაკებებზე გადის და ამის საფუძველზე შესაძლოა ყველაფერი მალე, 1-2 კვირაში დასრულდეს. 

"შეიძლება დასრულდეს რუსული ჯარების სრულად გაყვანით. თუმცა, ვფიქრობ, რუსეთი ამით არ შემოიფარგლება". - აცხადებს პრეზიდენტის მრჩეველი. 

რაც შეიძლება მეორე ვარიანტს, არესტოვიჩი ფიქრობს, რომ რუსეთმა შეიძლება სცადოს რეზერვების მოსყიდვა და უკრაინის დაპყრობა. 

"ამ შემთხვევაში კიდევ ერთი კვირა დაგვჭირდება მათ დასამარცხებლად. ამ დროისთვის რუსეთს რეზერვიც აღარ დარჩება. თუ მოვლენები ამ სცენარით განვითარდება, ომი შესაძლოა აპრილის შუა რიცხვებამდე გაგრძელდეს". - თქვა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა. 

მისივე განცხადებით, უკრაინა არ დათანხმდება ყირიმის დამოუკიდებლობის აღაირებას და არც დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებზე იტყვის უარს. 

არესტოვიჩმა დიმიტრი გორდონთან ინტერვიუში შეაფასა რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე. 

მრჩეველი ამბობს, რომ კრემლს უკრაინისთვის მინიჭებული ყველა ნგრევისა და დანაკარგის კომპენსაცია მოუწევს. 

მისივე შეფასებით, ომის დასრულების შემდეგ რუსეთი ვერ შეძლებს, იმ ეკონომიკურ მდგომარეობამდე მივიდეს, რაც უკრაინაში შეჭრამდე ჰქონდა. 

არესტოვიჩმა ჟურნალისტ დმიტრი გორდონთან ინტერვიუში უპასუხა კითხვას, როგორ მოქმედებს სანქციები რუსეთზე - კლავს მის ეკონომიკას თუ უბრალოდ ძირს უთხრის მას. 

"სანქციები ორმაგია: ისინი კლავენ რუსეთის ეკონომიკას. ნაბიულინა (რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი) უკვე გადადგა. ექსპერტები ამბობენ, რომ თუნდაც დაუყოვნებლივ მოიხსნას ყველა სანქცია, რუსეთის ეკონომიკა ვერასდროს დაუბრუნდება იმ დონეს, რაც იყო ომამდე. ამისთვის მათ ათწლეულები დასჭირდებათ. თუმცა, ჯერჯერობით, არავინ აპირებს ამ სანქციების მოხსნას. 

მეორეა სანქციები კონკრეტული ადამიანების მიმართ: ესენი არიან პროპაგანდისტები, მეომრები, სპეცსამსახურები, პუტინის გარემოცვა. პერსონალური სანქციები მათ აქტივებზე. 

ამ ყველაფერმა უკვე გადატეხა რუსეთის ეკონომიკის ხერხემალი". - თქვა არესტოვიჩმა

მისი შეფასებით, რუსეთი მეოთხე სამყაროს ქვეყანა გახდება. 

"არც მეორე, არც მესამე - მეოთხე სამყაროს ქვეყანა". - განაცხადა მან. 


close დახურვა