logo
ENG



რომან გოცირიძე: ივანიშვილმა გუნდის წამყვან პოლიტიკურ ნაწილს მოუწყო სამარცხვინო დღე

10 დეკ 201922:29
3 წუთის საკითხავი
 
h3fg6au65i8it1w.jpg

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, პარლამენტში დღეს მიმდინარე ინტრიგებს „ქართუ“ მართავს.

ამის შესახებ მან გადაცემაში სოფო ზურაბიანის „პოლიტიკის ფორმულაში“ განაცხადა.

როგორც გოცირიძე აცხადებს, „ივანიშვილმა თავისი ტრიუკისთვის, ქართუს გუნდი გამოიყენა და წამყვან პოლიტიკურ გუნდს მოუწყო სამარცხვინო დღე“.

„ევროპელმა დიპლომატებმა საქართველოდან ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია წაიღეს. ძალიან ცუდად დაემთხვა „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი კრიზისი ევრონესტის ღონისძიებას. საკუთარი თვალით დაინახეს, რომ ხელისუფლება ფაქტობრივად მიტაცებულია, არ არსებობს არავითარი კონსტიტუციური ინსტიტუტები, რომელსაც არ აკონტროლებს ივანიშვილი, არის აბსოლუტურად მორჩილი პარლამენტი, არიან ჯიბის პროკურორები და ჯიბის მოსამართლეები. მთავრობა, რომელიც დაკომპლექტებულია ქართუ ბანკიდან, დღეს ფაქტობრივად „ქართუ“ მართავს პარლამენტში ამ ინტრიგებს. ვინ არის დაჩი ბერაია? - „ქართუ ბანკის“ ვიღაც ფინანსისტი, ვინ არის არამიანი, რომელიც წესით უნდა დაესაჯათ - მაჭარაშვილი - საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარე გახდა. ვინ არის ხუნდაძე? - მისი პირადი ექიმი, მან ეს ადამიანები გამოიყენა თავისი ტრიუკისთვის, როგორც ის ამას უწოდებს-ხოლმე და არ ჩაართო ისეთი ხალხი, ვისაც საგარეო ფლანგზე ეყრდნობოდა, იგივე ჩუგოშვილი, იგივე ხულორდავა, ქაცარავა. რეალურად საკუთარი გუნდის წამყვან პოლიტიკურ ნაწილს მოუწყო ეს სამარცხვინო დღე, რის გამოც ისინი იძულებული გახდნენ წასულიყვნენ. საქართველოში ივანიშვილს არ დარჩა არავინ. მთლიანად არის „ქართული ოცნება“ გაკოტრებული“, - განაცხადა გოცირიძემ.

 

 

 


close დახურვა