რომან გოცირიძე იმედოვნებს, რომ ნიკა მელიას უფლებამოსილებას არ შეუწყვეტენ. ამის შესახებ მან სოფო ზურაბიანთან ისაუბრა „პოლიტიკის ფორმულაში“.
„სხვათაშორის, ნიკა მელიას ველაპარაკე წამოსვლის წინ, ის ესაუბრა თავის ადვოკატს - სასამართლოს არ აქვს მიღებული გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება იქნება 17-ში ან 18-ში. პარლამენტს არ აქვს უფლება, რომ არ დაელოდოს შემდგომ ინსტანციას. ნიკა მელიასთვის საქმიანობის უფლების ჩამორთმევა არის უკანონო. იმედია, პარლამენტარები ამას გაითვალისწინებენ და როგორც კენჭისყრის დროს თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს არ უყრიან კენჭს", - განაცხადა რომან გოცირიძემ.
შეგახსენებთ, რომ სასამართლომ ნიკა მელია „ქართუ ბანკის" საქმის ნაწილში დამნაშავედ 2 დეკემბერს ცნო. მას მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიებად 25 000 ლარი შეუფარდა და 3 წლით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოართვა.