logo
ENG



რომან გოცირიძე: სინოდმა ფაქტობრივად დაადასტურა ყველა ეჭვი, რაც საზოგადოებაში იყო

01 ნოე 201913:25
3 წუთის საკითხავი
 
k8zecdkhou9p45o.png

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ მეუფე იაკობის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე გამოძიება უნდა დაიწყოს. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, თუ გამოძიება არ დაიწყება, ეს იქნება იმის მაჩვენებელი, რომ სასულიერო პირის მიერ გაკეტებული განცხადებები სიმართლეს შეესაბამება. 

"სინოდმა ფაქტობრივად დაადასტურა ყველა ის ეჭვი, რაც იყო საზოგადოებაში. სინოდმა დასაჯა მეუფე იაკობი მისი ბილწსიტყვაობისთვის, არანორმატიული ლექსიკის გამოყენებისთვის, მაგრამ ფაქტობრივად მან მიიღო ცნობად, რაც მეუფე იაკობმა აღიარა, რომ ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები, პრემიერ-მინისტრი და 2 მინისტრი, და ისინი, რომ ბიძინა ივანიშვილის გარეშე ნაბიჯს არ დგამენ, აპირებდნენ საეკლესიო გადატრიალებას და მასში სასულიერო პირების ჩართვას. ეს სინოდმა ირიბად დაადასტურა. გამოძიების არდაწყება, ტოლფასია ხელისუფლების მიერ ამ დანაშაულის აღიარებისა, რომელსაც აუცილებლად გამოიძიებს სხვა ხელისუფლება და მკაცრად დაისჯებიან ის ადამიანები, რომლებიც ახლა ხელს უწყობენ იმ საშინელი შეთქმულების გამოძიების დაწყებას", - განაცხადა რომან გოცირიძემ. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა, სადაც პატრიარქმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მეუფე პეტრე ცაავასთვის მღვდელმთავრობა აღეკვეთა. სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ, პეტრე ცაავამ სკანდალური განცხადებები გააკეთა. 


close დახურვა