logo
ENG



რომან გოცირიძე: ქართული ოცნება მიდის დასალიერში

19 მაი 202021:55
3 წუთის საკითხავი
 

„ქართული ოცნების“ მზის ჩასვენება უკვე დაიწყო“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ სოფო ზურაბიანის „პოლიტიკის ფორმულაში“ განაცხადა.

მან კოალიციური მნიშვნელობაზე აუცილებლობაზე ყურადღება და აღნიშნა, რომ ასეთ პირობებში რომელიმე კონკრეტულ პარტიას მხრიდან ხელისუფლების უზურპირების შესაძლებლობა აღარ ექნება.

„ქართული ოცნება“ მიდის დასალიერში. ჩვენ ამ 8-წლიანი წარუმატებელი, მათ შორის ეკონომიკურად გამაღატაკებელი ხელისუფლების ცვლილების პირას ვიმყოებით. მალე არჩევნებია და ჩვენ უნდა ვისწავლოთ, ერთხელ მაინც უნდა ვიცხოვროთ განსხვავებულობის ერთიანობაში, ანუ კოალიციური ხელისუფლება შევქმნათ, სადაც არ იქნება ადვილი შეთანხმება, მაგრამ არ იქნება არასდროს ხელისუფლების უზურპირების პირობები“, - განაცხადა რომან გოცირიძემ. 


close დახურვა