„რუსეთმა გაიგო, რომ საქართველოს ხელისუფლება იმდენად საწყალი და შეშინებულია, ყველაფერზეა წამსვლელი“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ რუსეთის სათათბიროს სპიკერის ვიაჩესლავ ვოლოდინის განცხადების საპასუხოდ განაცხადა.
რუსეთის სათათბიროს სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი მართლმადიდებელთა საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში მომხდარ ამბებთან დაკავშირებით, ბოდიშის მოხდას კიდევ ერთხელ მოითხოვს და განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას საქართველოს ხელისუფლებას აკისრებს.
„რაც კი რუსეთმა მოითხოვა, ყველაფერი გაუვიდათ. დაიჭირეს ხალხი, გავრილოვის ყველა მოთხოვნა შეასრულეს, აგერ ლავროვი და ზალკალიანი ერთმანეთს შეხვდნენ და ხვალ ამაზე ძალიან მკაცრი საუბარი გვექნება. რუსეთმა გაიგო, რომ საქართველოს ხელისუფლება იმდენად საწყალი და შეშინებულია, ყველაფერზეა წამსვლელი,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.