logo
ENG



რომან კაკულია:საპატრიარქოს მოუწევს თავის ფუნქციას გადახედოს

01 ნოე 201912:15
3 წუთის საკითხავი
 
0ckzxubn09hq7tb.jpg

"ძალიან ვწუხვარ, რომ საპატრიარქომ თავის დროზე არ მიაქცია ყურადღება იმ ნაღმებს, რომელიც იყო ჩადებული", - ასე აფასებს "ქართული ოცნების" წევრი რომან კაკულია საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღში არსებულ ვითარებას. 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიიჩნევს, რომ საპატრიარქომ პროცესების წარმართვა ვერ შეძლო და შექმნილი ვითარება სწორედ ამის დასტურია. დეპუტატის აზრით, საპატრიარქოს მოუწევს საკუთარი როლის გადახედვა. 

"საბოლოო ჯამში, თვითონ, შიგნიდან ვერ წარმართა პროცესები, შედეგად კი, მიიღო ის, რომ გარედან ძალიან ბევრი პროცესების აფეთქება მოხდა. ამ ყველაფერში არის ის, რომ სახელმწიფოსაც და ეკლესიასაც, მოუწევს კიდევ ერთხელ საფუძვლიანად გადახედოს როგორც ერთმანეთთან ურთიერთობის როლს, ასევე მოუწევს გადახედოს თავის ფუნქციას", - განაცხადა რომან კაკულიამ. 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი კი მიიჩნევს, რომ ეკლესიის წიაღში არსებული დაპირისპირება სამოქალაქო საზოგადოებაზე გადმოტანილი არ უნდა იყოს. 

"სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა იფიქროს იმაზე, რომ ეკლესია, პატრიარქი არ არის მხოლოდ ის სათაყვანებელი, რაც საუკუნეების განმავლობაში ჰქონდა საქართველოს. ის ქვეყნის სტაბილურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბურჯია და სასულიერო პირებმა უნდა იფიქრონ, რომ ის საკითხები, რომელიც იწვევს დაპირისპირებას ეკლესიის წიაღში, არ იყოს გადმოტანილი სამოქალაო საზოგადოებაზე. ვფიქრობ, რომ ეკლესიასაც და საზოგადოებასაც ამის რესურსი გააჩნია", - განნაცხადა გია ვოლსკიმ. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა, სადაც პატრიარქმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მეუფე პეტრე ცაავასთვის მღვდელმთავრობა აღეკვეთა. სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ, პეტრე ცაავამ სკანდალური განცხადებები გააკეთა. 

 


close დახურვა