logo
ENG



რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, არჩევნები რომ დღეს ტარდებოდეს — Edison Research-ის კვლევა

27 სექ 202120:01
3 წუთის საკითხავი
clock 5889

Edison Research-ის კვლევის მიხედვით, კითხვაზე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდნენ ხმას, ალოკაციით, მოსახლეობის პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: 

  • ქართული ოცნება - 36%;
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 27%;
  • გიორგი გახარია  - საქართველოსთვის - 11%;
  • ლეიბორისტული პარტია - 4%;
  • ლელო - 4%;
  • ზურაბ ჯაფარიძე - გირჩი მეტი თავისუფლება - 4%;
  • ევროპული საქართველო - 2%;
  • გირჩი - 2%;
  • მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელი - 2%;
  • პატრიოტთა ალიანსი - 2%
  • ელენე ხოშტარია - დროა - 1%;
  • ანა დოლიძე - ხალხისთვის - 1%;
  • მოქალაქეები - 1%;
  • სხვა - 3%.

ამასთან, კითხვაზე, რამდენად დარწმუნებულნი არიან საკუთარ არჩევანში, სხვადასხვა პარტიის მხარდამჭერთა პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

ქართული ოცნების მხარდამჭერთა 84% ამბობს, რომ დარწმუნებულია საკუთარ არჩევანში და აუცილებლად ამ პარტიას მისცემს ხმას; 
შესაბამისად 16% ამბობს, რომ არ არის დარწმუნებული;

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა 89%დარწმუნებულია საკუთარ არჩევანში, 11% ამბობს, რომ არაა დარწმუნებული;

გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის მხარდამჭერთა 76%-ია საკუთარ არჩევანში დარწმუნებული, შესაბამისად, 24% - არა.

კვლევის საველე სამუშაოები 12 სექტემბრიდან - 25 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. 

გამოიკითხა 1500 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს მეთოდით.

გამოიკითხა 18 წელს გადაცილებული ხმის მიცემის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეები. კვლევის ცდომილების ფარგლები +/-3%-ია 95%-იანი სანდოობის დონისთვის. 


close დახურვა