რომში კოლიზეუმი იტალიის დროშის ფერებში გაანათეს. დროშის სამი ფერით შენობა მუზეუმების გახსნის აღსანიშნად განათდა.
კოლიზეუმი პანდემიის გამო, სამი თვე იყო დახურული. შენობაში ჰიგიენური ზომები გაამკაცრეს. დათვალიერების მსურველებმა პირბადე უნდა გამოიყენონ, შესვლის წინ კი მათ სიცხეს გაუზომავენ.
იტალიაში კორონავირუსით 233 ათასზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. 33 ათას 400 გარდაიცვალა.