რომის პაპის, ფრანცისკეს თქმით, როდესაც კორონავირუსის ვაქცინა შეიქმნება, ის საზოგადოების ყველაზე ღარიბმა და სუსტმა წევრებმა უნდა მიიღონ. ამის შესახებ მან დღეს, 25 სექტემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას თქვა.
პაპმა ასამბლეის წევრებს დისტანციურად, ვატიკანიდან მიმართა. მისივე თქმით, პანდემიამ აჩვენა, რომ საზოგადოებრივ ჯანდაცვასა და ვაქცინაციაზე ხელმისაწვდომობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
"თუკი არჩევანის საკითხი უნდა დადგეს, იყოს ეს ღარიბი, ყველაზე მოწყვლადი ფენა, რომელიც ხშირად განიცდის დისკრიმინაციას, ვინაიდან არ გააჩნია არც ძალაუფლება და არც ეკონომიკური რესურსი", - თქვა პაპმა.