ვატიკანში, პაპი ფრანცისკეს რეზიდენციაში მცხოვრებ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა, - ამის შესახებ Reuters იწყება.
მედიასაშუალების ინფორმაციით, აღნიშნული პირი უკვე თვითიზოლაციაში გადავიდა. თვითიზოლაციაში გადავიდნენ ასევე ის პირებიც ვისთანაც მას კონტაქტი ჰქონდა.
Reuters წერს, რომ პირი უსიმპტომო იყო და მისი ვინაობა არ სახელდება. რაც შეეხება თავად რომის პაპს, მას ტესტირება რეგულარულად უტარდება.