რომის პაპმა ბზობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი მესა ცარიელ ეკლესიაში ჩაატარა. წმინდა პეტრეს ტაძარში ღვთისმსახურებას მხოლოდ რამდენიმე სასულიერო პირი და მონაზონი დაესწრო.
მესის დასრულების შემდეგ კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა იქადაგა და განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიამ საზოგადოებას ნამდვილი გმირები აჩვენა, რომლებიც სხვების გადასარჩენად თავს არ ზოგავენ.
ბზობის დღესასწაულით სააღდგომო კვირა დაიწყო, რომელსაც ქრისტიანთა დიდი ნაწილი ერთ კვირაში, 12 აპრილს აღნიშნავს.