რომის პაპმა ვატიკანის სასახლეში მიგრანტები და მიუსაფარი ხალხი სადილზე მიიწვია. სპეციალურად მათთვის 150 მაგიდა გაშალეს. კათოლიკური ეკლესიის მეთაურის ინიციატივით, რომის სხვადასხვა უბანში გუშინ სადილით 1500-ზე მეტ ადამიანს გაუმასპინძლდნენ.
მანამდე პაპმა ფრანცისკემ წმინდა პეტრეს ბაზილიკაში მესა ჩაატარა. მისი დასრულების შემდეგ კი იქადაგა და მსოფლიოს საზოგადოებას ღარიბი ადამიანების დახმარებისკენ მოუწოდა.