logo
ENG



როსატომის თანამშრომლები ზაპოროჟიეს ტოვებენ, ვადა 5 ივლისამდე აქვთ - უკრაინის დაზვერვა

30 ივნ 202311:12
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/30/frrzbmh758o2bdl.png

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, როსატომის თანამშრომლებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური 5 ივლისამდე უნდა დატოვონ.

დაზვერვაში ამბობენ, რომ საოკუპაციო კონტინგენტი ელექტროსადგურის ტერიტორიას თანდათან ტოვებს, მათ შორის სადგური უკვე დატოვა როსატომის სამმა თანამშრომელმა, რომლებიც ოკუპანტების ჯგუფს ხელმძღვანელობდნენ.

"ასევე ევაკუაციის შესახებ რეკომენდაციები მიიღეს უკრაინელმა თანამშრომლებმაც, რომლებმაც ოკუპანტებთან კონტრაქტი გააფორმეს. მიღებული განკარგულების თანახმად, მათ ატომური ელექტროსადგურის ტერიტორია 5 ივლისამდე უნდა დატოვონ. სასურველი მიმართულება - ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაა. სადგური დატოვა როსატომის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, მთავარმა ინსპექტორმა და სადგურის უზრუნველყოფის დირექტორის მოადგილემ", - ამბობენ უწყებაში.

დაზვერვის ცნობით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე და ასევე ქალაქ ენერგოდარში სამხედრო პატრულების რაოდენობა შემცირებულია.

უწყებაში აცხადებენ, რომ პერსონალს, რომელიც ჯერ კიდევ სადგურზე რჩება, მისცეს განკარგულება "ნებისმიერი ავარიული სიტუაციის შემთხვევაში უკრაინული მხარე დაადანაშაულონ".

მანამდე, 22 ივნისს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ტერორისტულ აქტს გეგმავს. მისივე თქმით, რუს სამხედროებს ყველაფერი მზად აქვთ.

 


close დახურვა