logo
ENG



როსკომნადზორი აპირებს Wikipedia-ს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისროს

31 მარ 202221:08
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/31/n06v8eaafzyvwvq.jpg

რუსეთის კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მასობრივი კომუნიკაციების ზედამხედველობის ფედერალური სამსახური (როსკომნადზორი) აპირებს ინტერნეტ-სერვის Wikipedia-ს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისროს.

როსკომნადზორში ამბობენ, რომ Wikipedia არ შლის ინფორმაციას, რომელიც არის "საზოგადო მნიშვნელობის, თუმცა "არა ზუსტი" და რუსეთი მას "უკანონოდ" მიიჩნევს.

უწყების განცხადების თანახმად, პლატფორმაზე არსებული ინფორმაცია, რომელიც "რუსეთის უკრაინაში სამხედრო ოპერაციას" ეხება, რუსეთის მოსახლეობის დეზინფორმაციისკენ არის მიმართული. Wikipedia-ს შესაძლოა 4 მილიონი რუბლის ღირებულების ჯარიმა გამოუწერონ.


close დახურვა