logo
ENG



როჯერ ფედერერი კორტს ავსტრალიის ღია პირველობაზე დაუბრუნდება

26 ივლ 202014:03
3 წუთის საკითხავი
 
n9lv46rl7tt2nfh.jpeg

მსოფლიოს ჩოგბურთის ლეგენდის, როჯერ ფედერერის მთავარმა მწვრთნელმა, სევერინ ლიუტიმ დადებითად შეაფასა შვეიცარიელი ჩოგბურთელის გამოჯანმრთელების დინამიკა მუხლზე განმეორებითი ოპერაციის შემდეგ.

„როჯერს ყველაფერი კარგად აქვს. მე ვიტყოდი, რომ ძალიან კარგად. ის უკვე შეუდგა ფიზიკურ ვარჯიშებს, აგვისტოს შუა რიცხვებიდან კი უკვე კორტზე მოემზადება.

ჩვენი გეგმები უცვლელია – როჯერი კორტზე დაბრუნებას 2021 წელს, ავსტრალიის ღია პირველობაზე აპირებს. რაც შეეხება ავსტრალიის ღიას წინ ჩასატარებელ ტურნირებს, ეს საკითხი ჯერჯერობით ღიად რჩება“, – განაცხადა ლიუტიმ.

უფრო ადრე როჯერ ფედერერმა გამოაცხადა, რომ 2020 წელს ტურნირებში მონაწილეობას არ აპირებდა.


close დახურვა