რუანდაში გენოციდის მოწყობაში ბრალდებული ფელისიენ კაბუგა საფრანგეთში დააპატიმრეს - სპეცოპერაცია პარიზთან ახლოს ჩატარდა - ინფორმაციას გამოცემა CBS ავრცელებს.
ფელისიენ კაბუგას ბრალი ედება რუანდაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გენოციდის მოწყობაში - მოვლენებს 800 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კაბუგა ყალბი სახელითა და გვარით ცხოვრობდა ქვეყანაში - 84 წლის ბრალდებული ბოლო 25 წლის განმავლობაში ემალებოდა სამართალდამცავ სტრუქტურებს.
რუანდაში გენოციდის მოწყობაში ბრალდებული კიდევ ორი პირი - აუგუსტინ ბიზიმანა და პროტაის მპირანია კვლავ ძებნაში რჩებიან.