logo
ENG



რუმინეთის საგარეო მინისტრი: საჭიროა საქართველოში პრორუსული გავლენის ალტერნატივის შექმნა

21 აპრ 202615:44
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/21/2n4mm69ponai3s1.png

საქართველოსთან დაკავშირებით, მე ძალიან მკაფიო გზავნილი გადავეცი როგორც რუმინეთის, ისე ევროპული მხრიდან - სასამართლო სისტემის რეფორმის აუცილებლობის, ზუსტი დემოკრატიული პროცესების დაცვის შესახებ, მაგრამ ჩვენ ასევე გვჭირდება პრორუსული გავლენის ალტერნატივის შექმნის გაგრძელება -  ალტერნატივა, რომელიც ნათელია ეკონომიკური ზრდისა და დაკავშირებადობის თვალსაზრისით, რასაც ჩვენთვის, შავი ზღვის რეგიონში კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს.

მე ეს მრავალჯერ მითქვამს, და ეს ზუსტად იგივე გზავნილია, რაც საგარეო საქმეთა მინისტრს გადავეცი - ჩვენ გვჯერა, რომ ქართველი ხალხი ევროპულ ოცნებასთან დაკავშირებულია. ჩვენ განვაცხადეთ დიალოგის განახლების აუცილებლობაზე, იმ გზის განახლების აუცილებლობაზე, მაგრამ ასევე ავღნიშნეთ, რომ ამისათვის რეფორმები არის საჭირო, რომ დაკავებული ოპოზიციის ლიდერებს სამართლიანი მართლმსაჯულების სისტემის წინაშე უნდა წარდგნენ, და რომ მართლმსაჯულების სისტემა დემოკრატიულ პროცესებში ჩარევის ინსტრუმენტად არ უნდა გამოიყენებოდეს. 

ჩვენ ასევე ვისაუბრეთ უსაფრთხოების შესახებ. ეს ჩემ კოლეგასთან საუბრის მთავარი პერსპექტივა იყო, და ის ფაქტი, რომ დაკავშირებადობა, ღია დიალოგი და ჩვენი უნარი, შევქმნათ პრორუსული გავლენის პროევროპული ალტერნატივა, წინსვლის გზას წარმოადგენს.


close დახურვა