logo
ENG



რუმინეთში უკრაინელი მგზავრების ავტობუსი ავარიაში მოჰყვა - დაშავდა 23 ადამიანი

28 აგვ 202200:34
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/28/hgyybffia03x2fu.png

რუმინეთში უკრაინელი მგზავრების ავტობუსი ავარიაში მოჰყვა, რა დროსაც 23 ადამიანი დაშავდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ავტობუსი უკრაინიდან თურქეთში მიდიოდა და მასში სულ 43 მგზავრი იმყოფებოდა. მგზავრებს შორის არიან ბავშვებიც. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს, დანარჩენები კი ლტოლვილთა განთავსების ცენტრში.

მედია წერს, რომ მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა, რის შემდეგაც გადაბრუნდა. ადგილობრივი ხელისუფლება ამბობს, რომმას შემდეგ რაც დაშავებულ უკრაინელებს მკურნალობა ჩაუტარდებათ, მათ უკრაინის საზღვართან გადაიყვანენ.


close დახურვა