„მთავარი არხის“ მეწილემ გიორგი რურუამ პატიმრობის მისჯის მერე სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ სიმართლე თავის გზას ყოველთვის პოულობს.
„მეგობრებო, მხნედ და მშვიდად, სიმართლე ყოველთვის პოულობს თავის გზას!“, - წერს Facebook-ზე რურუა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ "მთავარი არხის" მეწილე გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო. მოსამართლემ რურუას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.