logo
ENG



რურუას ადვოკატები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობას აყენებენ

25 ივნ 202015:18
3 წუთის საკითხავი
 
m9tafdyuvgyvb0x.jpg

გიორგი რურუას ადვოკატები 10 ათასი ლარი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებენ - ამის შესახებ განცხადება პროცესის დაწყებამდე გააკეთეს.

პროცესი საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს - დღეს პოლიციელები დაიკითხებიან.

შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუა ნოემბრის აქციების შემდეგ დააკავეს - მას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან.

დაკავებული ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ მისი პატიმრობა პოლიტიკურად არის მოტივირებული. 

გიორგი რურუას გათავისუფლებისკენ მმართველ ძალას დასავლელი პარტნიორებიც მოუწოდებენ.


close დახურვა