logo
ENG



რურუას ადვოკატი: მოწმეთა ჩვენებებით კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ რურუა უკანონო პატიმარია

10 ივნ 202007:59
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის საქალაქო სასამართლოში "მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას საქმის განხილვა გრძელდება. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან. გიორგი რურუას ავოკატი დარწმუნებულია, რომ დღეს მოწმეთა ჩვენებებით კიდევ ერთხელ დადასტურდება რურუას უდანაშაულობა.

"გაგრძელდება გიორგი რურუას საქმის განხილვა. კერძოდ დაიკითებიან ბრალდების მხარის მოწმეები. პრინციპში დარჩენილია მხოლოდ 3 მოწმე და შესაბამისად, მაქსიმუმ ორ სასამართლო პროცესზე დასრულდება ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა და გადავალთ დაცვის მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე. დარწმუნებული ვარ, რომ მოწმეთა ჩვენებებით კიდევ გიორგი რურუა არის უკანონო პატიმარი. ის ციხეში იმყოფება მხოლოდ იმის გამო, რომ მთავარი არხის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ანტისაოკუპაციო აქციების ერთ-ერთი მონაწილე, მხარდამჭერია",-აცხადებს დიმიტრი საძაგლიშვილი.

შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუა იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 2019 წლის ნოემბერში დააკავეს. რურუა თავად ბრალს არ აღიარებს. მისი გათავისუფლება რვა მარტის შეთანხმების ერთ-ერთი პირობაა. საერთაშორისო პარტნიორები ხელისუფლებას რურუას გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ. 


close დახურვა