logo
ENG



რურუას ადვოკატი:ის პატიმრობაში იმყოფება იმ მიზეზით, რომ მთავარი არხის ერთ-ერთი დამფუძნებელია

17 თებ 202009:05
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს „მთავარი არხის“ მეწილის, გიორგი რურუას პროცესი გაიმართება. რურუას სხდომაზე პროკურატურამ შესავალი სიტყვა უნდა წარმოთქვას. დაცვის მხარე ვარაუდობს, რომ მათი მხრიდან შესავალი სიტყვის წარმოთქმა დროის სიმწირის გამო ვერ მოესწრება.

რურუას ადვოკატის დიტო საძაგლიშვილის თქმით, გიორგი რურუა სისტემის მსხვერპლია და ამას საქმეში არსებული მტკიცებულებები, მათ შორის საპატიმროდან გავრცელებული ვიდეოკადრები ადასტურებს.  

„დღეს გაიმართება გიორგი რურუას საქმეზე, სადაც პროკურატურა შესავალ სიტყვას წარმოთქვამს. ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ შესავალი სიტყვა იქნება სიურპრიზებით სავსე. იმის გათვალისწინებით, რომ ეს საქმე არ არსებობს და ის თეთრი ძაფითაა ნაკერი. სინამდვილეში გიორგი რურუა აქეთ არის დანაშაულის მსხვერპლი და მას იარაღი ჩაუდეს პოლიციელებმა. რურუა იმყოფება პატიმრობაში მხოლოდ იმ მიზეზით, რომ არის „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და იყო ანტისაოკუპაციო აქციების აქტიური მონაწილე და მხარდამჭერი“, - განაცხადა საძაგლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუა 18 ნოემბერს დააკავეს. ის სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით არის დაკავებული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარებას გულისხმობს.


close დახურვა