logo
ENG



რურუას საქმის არსებითი განხილვა 10 თებერვალს დაიწყება

03 თებ 202017:27
3 წუთის საკითხავი
 

გიორგი რურუას საქმე საქალაქო სასამართლომ არსებითი განხილვის სტადიაზე გადაიტანა. მოსამართლის გადაწყვეტილებით საქმის არსებითი განხილვა 10 თებერვალს დაიწყება. მან დღეს დაცვის მხარის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, მათ შორის არც შუამდგომლობა სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ. 

როგორც რურუას ადვოკატები აცხადებენ, მიმდინარე პროცესები ცხადყოფს, რომ საქმის წარმოება პოლიტიკური დევნაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი თქმით, სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა შეწყვეტილიყო.

„ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ შეწყვეტილიყო დევნა, ვინაიდან რურუა არის მსხვერპლი. ამას ადასტურებს ექსპერტიზის დასკვნები და ახლა უკვე ვიდეო მტკიცებულებები, თუმცა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა და არსებითი განხილვის პირველი სხდომა ჩაინიშნა 10 თებერვალს. ეს რომ იყოს სიტუაცია, სადაც პოლიტიკური მოტივაცია არ არსებობს, მოსამართლე სათათბირო ოთახში გასვლის გარეშე შეწყვეტდა დევნას. რურუას გააზრებული აქვს, რომ არის პოლიტიკური პატიმარი და იდევნება ივანიშვილის მიერ“, - აცხადებენ ადვოკატები.

 


close დახურვა