რუსი ოკუპანტები ხარკივს ბომბავენ.
ხარკივის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი მოსახლეობას მოუწოდებს საჰაერო განგაშს ყურადღება მიაქციოს და უსაფრთხო ადგილებიდან გარეთ არ გამოვიდეს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ხარკივში აფეთქების ხმაც იყო. მთელ ოლქში საჰაერო განგაშია გამოცხადებული.
ქალაქის მერის იგორ ტერეხოვის თქმით, ხარკივი С-300-ის ტიპის რაკეტებით იბომბება. ინფორმაცია ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ჯერ ზუსტდება.