რუსი ოკუპანტები ხარკივს თავს ისევ დაისხნენ, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. ინფორმაციას ხარკივის მერი, იგორ ტერეხოვი ავრცელებს.
ტერეხოვი ამბობს, რომ ოკუპანტები ხარკივში, შევჩენკოვსკის რაიონს გაუხსნეს ცეცხლი.
ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, თავდასხმის დროს დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, დაიწვა რამდენიმე ავტომობილი. ტერეხოვის განცხადებით, თავდასხმა მართვადი ბომბებით მოხდა.
ოკუპანტებმა იერიში ხარკივზე გვიან ღამითაც მიიტანეს - თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა, ხოლო 11 ადამიანი დაშავდა.