რუსი ოკუპანტები ხერსონს თავს დაესხნენ, რის შედეგადაც სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრ პროკუდინი ავრცელებს.
"რუსეთის არმია ისევ თავს დაესხა ხერსონს. წინასწარი ინფორმაციით, მიღებული დაზიანებების შედეგად დაიღუპა 2 კაცი და 1 ქალი. კიდევ 3 ადამიანი დაშავდა. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს", - თქვა პროკუდინმა. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.