logo
ENG



რუსების მიერ კიევზე მიტანილი იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა

28 აგვ 202516:54
3 წუთის საკითხავი
 
2025/08/28/tt3ohsd91ytayzi.png

რუსების მიერ კიევზე მიტანილი სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა, აქედან 4 არასრულწლოვანია.

თავდასხმის შედეგად ასევე დაშავდა 38 ადამიანი.

ოკუპანტებმა უკრაინის დედაქალაქზე რაკეტებით იერიში 27-28 აგვისტოს მიიტანეს.

თავდასხმა განხორციელდა უკრაინის კიდევ რამდენიმე რეგიონზე, რის შედეგადაც, ჯამში 24 ადამიანი დაიღუპა, ხოლო დაშავდა 62.


close დახურვა